S B M G E O R G I A

იტვირთება...

ჩვენი სერვისი

ჩვენი კომპანია ახორციელებს წყლის გასუფთავების პროექტებს, როგორც სამეურნეო–საყოფაცხოვრებო, ასევე სამრეწველო გამოყენებისთვის. ჩვენი სპეციალისტები იზრუნებენ შესაბამისი სქემის შერჩევაზე, რომლის პირობებშიც, ოპტიმალური დანახარჯებით, გაწმენდილი წყალი მიაღწევს საჭირო ხარისხს.

კანალიზაცია

საწარმოებისთვის, ღვინის ქარხნებისთვის შემოთავაზებული საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობები, ჩამდინარე წყლების ბიოქიმიური წმენდით, საშუალებას იძლევა უზრუნველყონ წყლის წმენდა, წყალსაცავების (მდინარეების, ტბების), ნორმატიულ მაჩვენებლებამდე. გაწმენდილი წყალი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბაღის, ვენახის მოსარწყავად. საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობების ნარჩენებს, აქტიურ ლამს, გააჩნია მაღალი საგრობიოლოგიური თვისებები. აქტიური ლამი ეფექტურად გამოიყენება ნიადაგის რეკულტივაციისთვის.

ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა თანამედროვე დანადგარებით დაკომპლექტებულ უახლეს მოწყობილობებს.

— ჩამდინარე წყლების შემგროვებელი (რეზერვუარები);

— სატუმბი სადგურები;

— ლოკალური გამწმენდი ნაგებობები («ASTRA»);

— ზედაპირული წყლების გამწმენდი სისტემები (სანიაღვრე კანალიზაცია);

— ცხიმების სეპარატორები.